რეკლამა
6:37 PM
ვირუსი
demo image

1)როგორც ვრცელდებიან ვირუსები? 

პასუხი: ვირუსები ვრცელდებიან ინტერნეტით. მაგალითად ვებსაიტებზე შესვლისას, მესენჯერების გამოყენებისას, რაიმე პროგრამის გადმოწერისას, ელსფოსტის მიღებისას და ა.შ აგრეთვე ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობებით :ვინჩესტერი, მობილური, ფლეშ დრაივი, ფლოპი დისკეტა და CD/DVD ... 

 2) რა ტიპის ვირუსები არსებობს ? 

პასუხი: არსებობს ძალიან ბევრი სახეობის ვირუსი, რომელთა ჩამოთვლაც შორს წავიყვანს. შემოვიფარგოთ მაგალითებით. ვირუსები ,რომლებიც ვრცელდებიან მესენჯერების საშუალებით. ელ ფოსტის ვირუსები. ტროიანული ვირუსები,რომლებიც თქვენს კომპიუტერში არსებულ ინფორმაციას თავის ავტორს უგზავნიან, ეს შეიძლება იყოს ელფოსტის პაროლები, ბანკის ანგარიშები, თქვენი ინტიმური მომოწერა და ა.შ 

3)რა შეიძლება გახდეს ვირუსის ,,აკიდების '' მიზეზი? 

პასუხი: 

ა)დაკრეკილი ვინდოუსი. 

ბ)დაკრეკილი პროგრამული უზრუნველყოფა. 

გ)პორნო კონტენტის შემცველი საიტების თვალიერება. 

დ)ვარეზები,კრეკების და სერიულების საიტები. 

ე)სისტემის განახლებების გათიშვა. 

ვ)მოძველებული პროგრამული უზრუნველყოფა. 

ზ)ანტივირუსის და ბრანდმაუერის უქონლობა კომპიუტერში. 

თ)სხვისი მოტანილი ინფორმაციის შემცველი მოწყობილობის მიერთება.

ი)ოპერაციული სისტემის არასწორი კონფიგურაცია. 

კ)ხვრელები პროგრამულ და ზოგჯერ აპარატურულ უზრუნველყოფაში. 

 4)როგორ გავიგო რომ ვირუსი მყავს? 

პასუხი: თუ სისტემა ჭედავს,nთუ ქსელში ზედმეტი ტრაფიკი გადის და ახლობლები გეუბნებიან რომ თქვენი ელფოსტით უცნაურ წერილებს იღებენ,nესიგი ვირუსი გყავთ. თუმცა ამის გაგება ანტივირუსითაც შეიძლება, თუ რათქმაუნდა დაინსტალირებული გაქვთ კომპიუტერში.

სულ კომენტარები: 0
ode { border:0px; border-right:1px solid #ccc; }
კომენტარის დამატება