რეკლამა
10:00 AM
DOS და DDOS შეტევა
demo image

DOS შეტევა, არის შეტევის ფორმა რომელიც ხელს უშლის მომხმარებლების წვდომას მომსახურეობებთან, მაგ. იმეილთან ან ვებ სერვერთან, ეს ხორციელდება დიდი რაოდენობით მოთხოვნების გაგზავნით სისტემურ რესურსებზე და იწვევს მათ გადატვირთვას, რაც იწვევს ჩვეულებრივი მომხმარებლის უგულვებელყოფას.

 

 ხშირად გავრცელებული DOS შეტევების ტიპებია :

 • Ping of death - სიკვდილის პინგი, ეს არის ჩვეულებრივზე დიდი ზომის გარკვეული რაოდენობა პინგების გაგზავნის მეთოდი. 

• E-mail bomb - იმეილის ბომბა, ეს არის დიდი რაოდენობით იმეილის გაგზავნა სერვერზე რათა ხელი შეეშალოს მომხმარებლების სერვერთან დაკავშირებისათვის. 

 

 

Distributed DoS (DDoS) არის განსხვავებული სახეობა შეტევისა, ის იყენებს მრავალ დაინფიცირებულ კომპიუტერებს რომლებსაც ეწოდებათ „zombies", რათა განახორციელოს შეტევა. იმის გამო რომ კომპიუტერები განსხვავებულ გეოგრაფიულ ადგილებში მდებარეობენ ხდება ძალიან რთული პოვნა შეტევის წყაროსი.

სულ კომენტარები: 0
ode { border:0px; border-right:1px solid #ccc; }
კომენტარის დამატება